მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ სექტორზეც. საუბარი შეეხო მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებსაც, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ.

მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საფრანგეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა…
სოცდაუცველების ბაზის „მაღალი მოტივაციით“ გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას ფიქრობს

სოცდაუცველების ბაზის „მაღალი მოტივაციით“ გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას…

სოცდაუცველების ბაზის „მაღალი მოტივაციით“ გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას ფიქრობს. შესაბამისი განცხადება “ოცნების” მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ “რუსთავის 2”-ის ეთერში…